logo
ENG



აშშ დაჯგუფება ვაგნერს "საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად" აღიარებს

20 იან 202323:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/j60w9bk3feuqaih.jpg

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო რუსულ სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს "საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად" აღიარებს და შემდეგ კვირას მის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს გაატარებს. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინარტორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს ქმედებები აღიარებს ტრანსკონტინენტურ საფრთხეს, რომელსაც ვაგნერი წარმოადგენს, მათ შორის მის სერიოზულ კრიმინალურ აქტივობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კირბიმ.

ვაგნერის დაჯგუფება სამხედრო ფორმირებაა, რომელსაც რუსეთში გაურკვეველი იურიდიული სტატუსი აქვს. მისი შემქმნელი და მფარველი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრი და ე.წ. პუტინის მზარეულია. პრიგოჟინს უკავშირებენ ტროლების ქარხნის შექმნასაც.

როგორც ცნობილია 2014 წელს ვაგნერი უკრაინის ტერიტორიაზე, შემდეგ კი სირიაშიც მოქმედებდა.

გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ვაგნერი უკრაინის ტერიტორიაზე ღიად მოქმედებს. ისინი მათ რიგებში ჩასაწერად მოხალისეებსაც ეძებენ, რაშიც უშუალოდ პრიგოჟინიც არის ჩართული.

ადამიანის უფლებების შელახვისთვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, ევროპულმა საბჭომ ვაგნერს სანქციები დაუწესა.


close დახურვა